ლიბიაში, მუამარ კადაფის ვაჟი მოკლეს

ლიბიაში, მუამარ კადაფის ვაჟი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას კადაფის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა.

წყაროს ცნობით, საიფ ალ-ისლამ კადაფის საკუთარ ბაღში ოთხმა თავდამსხმელმა ესროლა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ლიბიის ყოფილი დიქტატორის ვაჟი 53 წლის იყო.

ადრე ის კადაფის მემკვიდრედ და „რეფორმატორად“ ითვლებოდა, თუმცა 2011 წელს მან აჯანყების სასტიკ ჩახშობაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები