„იმაზე, რაც საქართველომ წლების განმავლობაში საკუთარ თავზე გადაიტანა, უკვე ღიად ალაპარაკდა შეერთებული შტატებიც” – ვატო შაქარიშვილი
„იმაზე, რაც საქართველომ წლების განმავლობაში საკუთარ თავზე გადაიტანა, უკვე ღიად ალაპარაკდა შეერთებული შტატებიც”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი აცხადებს.
კერძოდ, შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ “ქარტეხილებს, ზეწოლასა და შანტაჟს გაუძლო”.
ის მიიჩნევს, რომ რაზეც აუცილებელი და გადაუდებელია – გაიხსნას საჯარო დისკუსია, ეს არის ევროინტეგრაციის საკითხი.
“ახალ მსოფლიო რეალობაში ვხედავთ, რომ ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტები რჩება იმ მსოფლიო წესრიგის შესაბამისი, რომელიც ჩვენს თვალწინ დაინგრა და წარსულის კუთვნილება გახდა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს თუ რაიმე საკითხი არის, რაზეც აუცილებელი და გადაუდებელია გაიხსნას საჯარო დისკუსია, არის სწორედ ეს ევროინტეგრაციის საკითხი, რადგან ყოველი დღე, გატარებული ევროილუზიაში, საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნავს შაქარიშვილი.