აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან შეხვედრის შესახებ იუწყება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპულ და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის ბრენდან ჰანრაჰანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრის შესახებ იუწყება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განრიგშია აღნიშნული, შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, დახურულ ფორმატში იყო დაგეგმილი.

შეხვედრის თაობაზე დამატებითი დეტალების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები