გურამ ნიკოლაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნებიც, მოიგო ქუჩის პროცესიც და მოიგო იდეოლოგიური ბრძოლაც, ყველაფერში აღმოჩნდა მართალი და ის რაც 2022-ში რთული დასამტკიცებელი იყო, 2025-ში ეს ყველაფერი გაფორმდა

თბილისის საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი „რადიო იმედში“ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, ქუჩის პროცესი და იდეოლოგიური ბრძოლა, რაც 2026 წელს ეს ყველაფერი უკვე ღიად გამოიკვეთა.

მისი აზრით, ოპოზიცია პროტესტის ხელოვნურად გამწვავებას ცდილობს, რაც არ არის დემოკრატიის საფუძვლები და აცხადებს, რომ თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, პროცესები უნდა გაგრძელდეს არა დესტაბილიზაციის, არამედ არჩევნების გზით.

„2024 წელს ჩვენთან რომ არჩევნები ჩატარდა, შემდეგ რომ თქვეს, ესეც გაყალბდა და ვერაფრით ვერაფერი დაამტკიცეს, დღემდე ცდილობენ ამ ყველაფერს და არ არსებობს უბრალოდ ეს ვერავინ ვერ ნახა ჩვენ კიდევ მეორე 2020 წლის წრეზე წავედით ალბათ მათთვის პროგრამა მინიმუმი იყო რომ ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ისევ შევითრევთ აი ამ ფასილიტაციის პროცესში და მორიგ შარლ მიშელობაში და უცებ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ არა, -მე აქ შემოყოლას არ ვაპირებ. პარალელურად ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები, სადაც გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელიც იანვარში შეუდგა პრეზიდენტობას, მაგრამ უცებ მთავარი შოკი იყო, რომ დონალდ ტრამპმა გააფორმა ის რეალობა, რომელიც სინამდვილეში 2022 წელს შეიცვალა, როგორც კი ერთ-ერთმა დიდმა ატომურმა სახელმწიფომ დაარღვია მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგი.
გავიდა ერთი წელი, გავიდა ორი წელი, გავიდა სამი წელი, უკრაინა ილევა, იღუპება რუსიც, უკრაინელიც, მაგრამ რუსეთი წინ მიიწევს და ტრამპი იძახის, რომ სამი წელი გავიდა, აბა რა გაქვთ, არაფერი არა გაქვთ შედეგი, მორჩა და ის იმის მაგივრად, რომ ამას მარცხი დაარქვას, უბრალოდ ის იწყებს ახალ პოლიტიკას, გადატვირთვას სრულიად მსოფლიოში. ეს უკრაინა მე აღარ მაინტერესებს, ეს იყო ხარჯი, მე აქედან უნდა გამოვიდე, მე მაქვს ახლა ჩინეთი, იქ რაღაც ნავთობი გავაკონტროლო და უცებ ეს ადამიანები უყურებენ, რომ საერთოდ შეიცვალა ყველაფერი, ართმევს ხელს პუტინს, მაგრამ ვინც რაღაცა უფრო მეტი იცის, იმან იცის, რომ ასეთი მანევრები დიდი ქვეყნების შემთხვევაში მოულოდნელი არ არის. გუშინ რომ ამერიკის პარტნიორი იყავი, კაი დღეს სხვანაირად გელაპარაკება და ტარიფებს გიწესებს, კაი, ვთქვათ, ტრამპია გიჟი, რომ მოტრიალდები ეგრევე… კანადა რომ ხარ, ბრიტანეთი რომ ხარ, საფრანგეთი რომ ხარ და გაიქცევი და მერე სი ძინპინს ეხუტები…. ანუ ყველაფერი მოსულა ხომ და შენ დღეს ერთადერთი ქვეყანა ხარ რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობებიც არა გაქვს რუსეთთან. სომხეთით რომ არიან აღფრთოვანებულები, ანუ სომხეთი ვისთან დებს ხელშეკრულება, ის ვინც გუშინ დაამარცხა ბუკვალურად და ყველაფერი წაართვა და ემუქრება რომ მაგ ქვეყანასაც გაგიუქმებ. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ესე გაისრისება და დღეს ის იძულებულია რომ სხვა ტიპის პოლიტიკა აწარმოოს და ამას ჰქვია, რომ აი თურმე იქ მშვიდობამ დაისადგურა.
ამ პროცესებმა დაადასტურა რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ყველაფერში. მან მოიგო არჩევნები, მან მოიგო ქუჩაში, მოახერხა ამ პროტესტის თუ ტალღის თუ დემონსტრაციის ჩახშობა. 2025 წელს, ტრამპის პირველ წელიწადში მოხდა ის, რომ ყველაფერს რასაც „ქართული ოცნება“ იძახდა დაერქვა თავისი სახელი, რომ ეს ესეა და ბოლო აკორდი იყო დავოსის ფორუმი. ჩვენ ვნახეთ კანდიდის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა რომ ჩვენ დიდხანს ვატყუებდით თავს და ეს იყო ვიტრინა, რომელშიც რაღაც ტყუილ ნიშნებს ვდგამდით ეს სამყარო აღარ არსებობს, 2025 წელს ეს ყველაფერი დამთავრდა. უსაფრთხოების არქიტექტურა რომ ჩამოშლილია, ეს ლიბერალური დემოკრატიის წესრიგი რომ აღარ არსებობს, ეს მულტიპოლარიზმი რომ შემოვიდა, ეს ყველაფერი რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით ეს ყველაფერი დამტკიცდა, ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნებიც, მოიგო ქუჩის პროცესიც და მოიგო იდეოლოგიური ბრძოლაც, ანუ აღმოჩნდა მართალი ყველაფერში. ის რაც 2022-ში რთული დასამტკიცებელი იყო, 2025-ში ეს ყველაფერი გაფორმდა და შევედით 2026 წელს.
თუ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, მაშინ არსებობს თავისი ელემენტარული საფუძვლები და ბაზისი დემოკრატიის. პროცესი ან არის ქუჩაში, ანარქია, რევოლუცია, ძალადობა და ის რაღაც ოთხში დაწყება და დამთავრება ან არის დემოკრატია, რაც ეფუძნება პოლიტიკურ არგუმენტს, დისკუსიას, კამათს და მერე ამომრჩეველი ამას ყოველდღიურად უსმენს და რომელიღაც კონკრეტულ კონსტიტუციურად დაწესებულ დღეს იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის პასუხი, რა შეიცვალა 2026 წელს“-განაცხადა ნიკოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები