თორნიკე ჭეიშვილი – ევრობიუროკრატები პირდაპირ ეპატიჟებოდნენ და ჩაითრიეს კიდეც სამხედრო ავანტიურაში უკრაინა – საქართველოც ჰქონდათ სამიზნეში ამოღებული

“ევრობიუროკრატები პირდაპირ ეპატიჟებოდნენ და ჩაითრიეს კიდეც სამხედრო ავანტიურაში უკრაინა და საქართველოც ჰქონდათ სამიზნეში ამოღებული,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები თავად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ თურმე რუსეთთან რაღაც სალაპარაკო ჰქონიათ.

“რა განცხადებებსაც ვისმენთ ამ დღეებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს და წარმოაჩენს იმას, რასაც ჰქვია ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება საქართველოსადმი, ისევე როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. ევრობიუროკრატები პირდაპირ ეპატიჟებოდნენ და ჩაითრიეს კიდეც სამხედრო ავანტიურაში უკრაინა და საქართველოც ჰქონდათ სამიზნეში ამოღებული.

სწორედ ჩვენი ხელისუფლების სწორი, პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებით მოხერხდა ის, რომ მაქსიმალურად დავუპირისპირდით ამ ყოვლად უსაფუძვლო და უსამართლო რიტორიკას, ამ ორმაგ სტანდარტებს, რასაც გვთავაზობდნენ ევრო ბიუროკრატები და ვხედავთ იმას, რომ დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნები თავად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ თურმე რუსეთთან რაღაც სალაპარაკო ჰქონიათ“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ევროპას მოუწოდეს, კრემლთან დიალოგის აღსადგენად სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები