რუსეთი, უკრაინა და შეერთებული შტატები 314 სამხედრო ტყვეს გაცვლაზე შეთანხმდნენ

რუსეთმა, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივენ უიტკოფმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები სულ 314 ადამიანის გადაცემაზე შეთანხმდნენ. გაცვლის დეტალები და მისი დრო ჯერ არ გახმაურებულა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში 4 და 5 თებერვალს იმართება. რუსეთის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე და GRU-ს უფროსი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობს.

აშშ-ის დელეგაციაში შედიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი.

უკრაინის დელეგაციაში შედიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი და მმართველი პარტიის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები