ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ჩოლოქთან ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები