„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ – ფინალისტების იმპროვიზაციული ტური გაიმართა

ანაკლიაში ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ფინალისტების იმპროვიზაციული ტური გაიმართა.
როგორც მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წერით სესიაზე კონკურსანტებმა ჟიურის წევრებთან ერთად ორი დღე არაფორმალურ გარემოში გაატარეს და ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.
იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა, კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში შექმნეს ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა.
ლიტერატურული კონკურსი „ვილაპრაკოთ აფხაზეთზე“ მწერალთა სახლისა და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები