მარკ კლეიტონი: ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების უგულებელყოფის დემონსტრაციაა

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი​ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც ელჩი „ტვიტერში“ წერს, გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე.

„ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციაა.

გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე“, – წერს მარკ კლეიტონი​ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკება გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები