ვახტანგ მახარობლიშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში „ვიზიტით“ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევას

საქართველო მკაცრად გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში „ვიზიტით“ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევას, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„საქართველო მკაცრად გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში „ვიზიტით“ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკება გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები