გიორგი ხოჯევანიშვილი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ბულგარეთის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და საკანონმდებლო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა აღნიშნეს.
საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები წარმოადგენდა. პარლამენტის წევრმა ბულგარელ დიპლომატს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ხოჯევანიშვილმა სტუმარს ქართულ პოლიტიკაში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.