მიხეილ სარჯველაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე, პროექტის – „მონაწილეობითი პოლიტიკა და უმცირესობები” – ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს და საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოქალაქეებთან ურთიერთობას და კონკრეტულად საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელსაც ახალგაზრდობა წარმოადგენს. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, როდესაც მისი მონაწილეები არიან ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები. ამ ახალგაზრდებთან საუბარი და დისკუსია, რაც შეიძლება უშუალო ურთიერთობის მეტი ფორმის შესაძლებლობის შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საინტერესო იყო იმ ხედვის გაცნობა, რომელიც ამ რეგიონების წარმომადგენლებს აქვთ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.