ირაკლი ბერაია: რადიკალებს და მათ მიერ მართულ მედიასაშუალებებს ამ ქვეყანას არ ავარევინებთ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედროს პირადი საქმის მასალების რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში აღმოჩენას ეხება.

ბერაიას თქმით, რადიკალებს და მათ მიერ მართულ მედიასაშუალებებს ქვეყნის არევის შესაძლებლობა არ მიეცემათ.

“ამ განცხადებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ არცერთი ფაქტი, არცერთი ინფორმაცია, რომელიც გავიდა ამ სიუჟეტში, არ არის სიმართლე. ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია და წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას, ასევე, მიზნად ისახავს როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის სისტემის ინსტიტუციურ და რეპუტაციულ დაზიანებას. ჩვენ რადიკალებს და მათ მიერ მართულ და დაფინანსებულ მედიასაშუალებებს ამ ქვეყანას არ ავარევინებთ, საზოგადოება გონიერია“, – აცხადებს ბერაია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები