გიორგი ამილახვარი: “ნაცმოძრაობა” დაშლის პირასაა
მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” დაშლის პირასაა და, დიდი ალბათობით, შემდეგ არჩევნებზე პოლიტიკური რადარებიდან საერთოდ გაქრება.
“ეს პარტია დაკავებულია არა მხოლოდ სახელმწიფოსთან ბრძოლაში და სახელმწიფო ინსტიტუტების რყევით, არამედ უკვე შიგნით რამდენიმე დაჯგუფება სააკაშვილის, მელიასი თუ კეზერაშვილის ერთმანეთს უპირისპირდება და იბრძვიან უკვე პარტიისთვის. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” არის დაშლის პირას. შემდეგ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური რადარებიდან საერთოდ გაქრება”,- აღნიშნა ამილახვარმა.