არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები.