მამუკა მდინარაძე: სტრასბურგმა თქვა, რომ პოლიციის მოქმედება აბსოლუტურად ადეკვატური იყო

მოქალაქემ, რომელმაც თავისი გამოხატვის თავისუფლება კი არა, თავის კომპეტენციას გადააჭარბა, მის მიმართ განხორციელებული მოქმედება იყო ადეკვატური, რელევანტური, ტოლერანტული და პოლიციის მხრიდან, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა და “მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„სტრასბურგის სასამართლოს ამგვარი პრეცედენტები ყოველთვის მხარს უჭერს და ერთგვარ პრაქტიკას ამკვიდრებს, რა შემთხვევაში ითვლება პოლიციის ნამოქმედარი გადაჭარბებად და რა შემთხვევაში – არა.

როდესაც ადამიანები თავიანთ მოქალაქეობრივ და შესაბამის უფლებამოსილებაში ვერ ჯდებიან და მოქალაქეობრივ უფლებებს, ვალდებულებებს თუ თავიანთ კომპეტენციას, როგორც მოქალაქისას, აჭარბებენ, ხშირად, ზღვარის გავლება პრობლემურია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სტრასბურგმა თქვა, რომ პოლიციის მოქმედება აბსოლუტურად ადეკვატური იყო, შესაბამისად, მოქალაქემ, რომელმაც თავისი გამოხატვის თავისუფლება კი არა, თავის კომპეტენციას გადააჭარბა, მის მიმართ განხორციელებული მოქმედება იყო ადეკვატური, რელევანტური, ტოლერანტული და პოლიციის მხრიდან, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში დალაგებული ყალბი პიარკამპანია იმის შესახებ, რომ პოლიცია უხეშად მოექცა, უფლებამოსილებას გადააჭარბა, იყო ტყუილი. სინამდვილეში, პოლიცია არათუ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა, არამედ ის იყო ტოლერანტული მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ ბლოკირებას, შეჭრას და ა.შ.“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები