ლიტერატურული პრემია „საბას “ გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ საიუბილეო, მე-20 დაჯილდოების ცერემონია ფუნიკულიორზე გაიმართა.  „საბა 2022“-ის გამარჯვებულები ცნობილია.
„წლის საუკეთესო დებიუტი“ – „კურიერის ამბები“
ავტორი: თემო რეხვიაშვილი – სულაკაურის გამომცემლობა“.
„საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“ – „ცხოვრება ორ სამყაროში“
ავტორი: ნუგეშა გაგნიძე –  გამომცემლობა „არტანუჯი“.
„საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“ – „ვისთვის გალობს შაშვი“
ავტორი: ლანა ღოღობერიძე – „სულაკაურის გამომცემლობა“.
„საუკეთესო ქართული თარგმანი“ – „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“
ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი;
მთარგმნელი: კატია ვოლტერსი.
გამომცემლობა: „ინტელექტი“.
გამარჯვებულები სპეციალურ ნომინაციაში: „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“:
„დიქტატურის გემო“, ავტორი: რუსუდან გორგილაძე – გამომცემლობა: „სეზანი ფაბლიშინგი“.
 „ბუცები და ტყავის ჩექმა“, ავტორი: დავით ჯიშკარიანი – გამომცემლობა: Ziari Press.
„საუკეთესო პროზაული კრებული“ – „მკვლელობა სადგურის უბანში“
ავტორი: რატი რატიანი – გამომცემლობა: „პალიტრა L“.
„საუკეთესო პოეტური კრებული“ – „ავირეკლოთ“
ავტორი: ლელა სამნიაშვილი – გამომცემლობა: „ინტელექტი“,
„საუკეთესო რომანი“:
„ხვლიკი საფლავის ქვაზე“,
ავტორი: არჩილ ქიქოძე –  „სულაკაურის გამომცემლობა“.
„ბნელ წყლებში“, ავტორი: ირმა ტაველიძე – გამომცემლობა: „დიოგენე“.
„ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“. დაჯილდოვდნენ: რედაქტორი მალხაზ ხარბედია და გამოცემის გუნდის წევრები.
წელს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი და გამარჯვებულები 8 ნომინაციაში  დასახელებული ფინალისტებიდან გამოვლინდნენ.
წელს, უკვე მეორედ ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ თანამშრომლობით გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები