საქართველომ ლონდონში გამართულ საკვებისა და სასმლის საერთაშორისო ღონისძიებაში Fresh Produce Consortium Awards მიიღო მონაწილეობა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, USAID სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველომ ლონდონში გამართულ საკვებისა და სასმლის საერთაშორისო ღონისძიებაში – “Fresh Produce Consortium Awards” მიიღო მონაწილეობა.

Fresh Produce Consortium Awards-ზე საქართველო წარმოდგენილი იყო მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი ნაწარმით, კერძოდ: კაკლოვანი კულტურები, ჩაი, სუნელები, მშრალი ხილი, და სხვა..

აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიზანი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული აგროპროდუქტების პოპულარიზაცია და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარება იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი მსხვილი სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები, როგორიცაა Asda, Tesco, Waitrose, Ocado, Morrisons.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები