„Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე” – გამოფენა გაიმართება
19 სექტემბერს, 17:00 საათზე, ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – იტალიის საელჩო საქართველოში, „ქოლგა თბილისი ფოტოსთან“ თანამშრომლობით, წარმოადგენს გამოფენას: „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი პორტრეტებისა და მოგონებების გალერეა საუკუნენახევრიან ისტორიას იტევს – ძმები ალინარების არქივების ფოტოსურათებით დაწყებული და მეოცე საუკუნის დიდი ფოტოგრაფების ნამუშევრებით დამთავრებული.
გამოფენის კურატორები არიან: რიტა სკარტონი და ლუკა კრიშენტი; ორგანიზატორი: Ministero degli Affari Esteri e della Cooperazione Internazionale
გამოფენა იმართება Fondazione Alinari per la Fotografia -ის ხელშეწყობით.
გამოფენა 2 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.