„ბახმაროში დასვენების დროს იდეალურია პლედის ქსოვა – დრო გაგყავთ და თან თბებით“ – გურულების რძლის მოქსოვილი ყაბალახი, ყაისნაღთან პირისპირ დარჩენის ბედნიერი წუთები და აუდიოწიგნებთან განმარტოების იდილია

ქსოვ მთელი ცხოვრება. ამბობს, რომ იმდენად ყვარდა ქსოვა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იქვე,  ხალხური რეწვის სპეციალობით მეორდი ფაკულტეტიდაამთავრა და ქართული ტრადიციული ხელსაქმე შეისწავლ.
კორონაპანდემიის პერიოდში საცხოვრებლად სოფელში, გურიაში მოუწია გადასვლა და იქ უფრო აქტიურად მოიცალ ხელსაქმისთვის.
მოგვიანებით, ბავშვის გაჩენის შემდეგ, დაინტერესდ სათამაშოების ქსოვით.
2007 წლიდან მუშაობს თიბისი ბანკში –  ბიზნესანალიტიკოსად.
ერთი წლის წინ ინტერნეტში აღმოჩენილმა ქსოვის ტექნიკაგაიტაცა. ატარებდ ონლაინგაკვეთილებს და მრავალი საინტერესო ადამიანი გაიცნო. ბოლო დროს გადაწყვიტდა დაიწყ კიდეც სასწავლო ვიდეოების ჩაწერა ქართულ ენაზე. – ხელოვან ელენა ვასილევსკაიას პერსონა.

– ქსოვა ვისწავლე ალბათ 6 წლის ასაკში. რაც თავი მახსოვს, დედაჩემს თავისუფალ დროს სულ ჩხირები ეჭირა ხელში, არაჩვეულებრივად ქსოვს ახლაც, ბებია კი ქარგავდა. ბუნებრივია, მეც ძალიან მაინტერესებდა.
ზაფხულში, არდადეგებზე, ყაისნაღის ხმარება ბებომ მასწავლა იმერეთში  და პირველი ნაკეთობა, რაც მოვქსოვე, იყო დიდი ბებიისთვის ძალიან ფერადი ჯიბე, რომელიც საწოლთან, კედელზე, ლურსმნებზე ეკიდა და წვრილმანებს ინახავდა მასში. სახლში გვქონდა ძალიან ფერადი და ლამაზი საბავშვო ქსოვის წიგნი  და ალბათ ამანაც მიმიზიდა. 13-14 წლის ასაკში სკოლაში უკვე ჩემი მოქსოვილი ჯემპრი მეცვა  და ჯიბეში ჩემივე მოქარგული ცხვირსახოცი მედო.
– დაამთავრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი…  ტექნიკური საგნების პარალელურად, დაამთავრე მეორადი ფაკულტეტი, სპეციალობით ხალხური რეწვა, სადავ ქართული ტრადიციული ხელსაქმეც შეისწავლეთ...
– უნივერსიტეტში სწავლის დროს შემთხვევით გავიგეთ ასეთი ფაკულტეტის არსებობის შესახებ. ამ მომენტისთვის უკვე იმდენად მიყვარდა ყველანაირი ხელსაქმე, რომ უდიდესი სიამოვნებით მივიტანე საბუთები. ჩვენი სახელოსნო იყო მე-5  კორპუსში. საოცარი ატმოსფერო სუფევდა იქ. არაჩვეულებრივი ქალბატონები გვასწავლიდნენ, რომლებმაც გამაცნეს და შემაყვარეს ქართული ორნამენტი და ჩვენი ტრადიციული ხელსაქმე – თექა, ფარდაგი, თუშური ქსოვა.
თქვენ იცით, რომ როგორც აქ, ისე არსად  წინდებს არავინ ქსოვს, შიბებით ქსოვას ვგულისხმობ. ეს ხომ საოცრებაა.
– დაოჯახების შემდეგ ცხოვრებაც მრავალფეროვანი გახდა… ხელსაქმეს სათამაშოების ქსოვაც დაემატა… გვიამბეთ ოჯახზე, შვილებზე, მეუღლეზე… 
– მყავს მეუღლე და ექვსი წლის გოგო. სათამაშოების ქსოვა მაშინ დავიწყე, როცა კატო ერთი წლის იყო და მომინდა, მისი საყვარელი მულტფილმის გმირები ჰყოლოდა სახლში.  თვითონაც იმდენად მოიხიბლა, რომ ძლივს ვასწრებდი მისი შეკვეთების შესრულებას. დღესაც მისთვის ყველაზე საყვარელი  სათამაშო – საქსოვი ძაფებია.
რაც შეეხება მეუღლეს, ის იმდენად გულწრფელად გაოცებულია ყოველი ჩემი ახალი ნამუშევრით,  რომ ესეც უდიდესი სტიმულია ჩემთვის.კორონაპანდემიის პერიოდში გურიაში, სოფელში ცხოვრობდით. ამბობთ, რომ იქ უფრო აქტიურად მოიცალე ხელსაქმისთვის. რა სიახლე გაჩნდა იმ პერიოდში?
– კორონაპანდემია რომ დაიწყო, ისე მოხდა, რომ თვე – ნახევარი ჩავრჩი ჩაკეტილი თბილისში, ხოლო მეუღლე და ბავშვი სოფელში იყვნენ. ქსოვა იყო ერთადერთი, რამაც გადამატანინა ის ემოციურად ძალიან რთული პერიოდი.
როგორც კი გაიხსნა გზები, მაშინვე წავედი მათთან. სამსახურშიც ონლაინმუშაობაზე გადავედით და დროებით გურიაში საცხოვრებლად გადასვლა გადავწყვიტეთ. ჩოხატაურის რაიონი საოცრად ლამაზია. შეუძლებელია, ასეთ ადგილას მუზა არ გეწვიოს, თან იმ პირობებში, როცა მთელი ოჯახი ხელს გიწყობს.
– ქსოვთ პლედებს, თბილ მოსახურებს საინტერესო ორნამენტებით… როგორ ქმნით ამ ორნამენტებს? რატომ მაინცდამაინც პლედი?
– შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში მოზაიკური ქსოვის ტექნიკას, რომელიც საქართველოში არ შემხვედრია… შემდეგ მეც დავიწყე სქემების შექმნა. ინსპირაცია ძველი კავკასიური ხალიჩები იყო. გამოგიტყდებით, ჩემი პლედების მიმართ სიყვარულს კიდევ ერთი მიზეზი აქვს – ბახმაროში დასვენების დროს იდეალურია პლედის ქსოვა – დრო გაგყავთ, ერთობით და თან თბებით.
– გურული ყაბალახი… როგორ მოქსოვეთ?
– ყაბალახი… აბა, მეკადრებოდა მე – გურულების რძალს უყაბალახობა? ზოგადად, ძალიან მიყვარს მოსასხამები და კიდევ ბევრი იდეა მაქვს. გული მწყდება, რომ დღე – ღამეში მხოლოდ 24 საათი გვაქვს მოკვდავებს.სამომავლოდ თქვენს საქმიანობაში როგორ წარმოგიდგენიათ მოზაიკური ქსოვის ტექნიკის გამოყენება?
– მოზაიკური ქსოვის ტექნიკას უამრავი შესაძლებლობა აქვს და შედეგიც უაღრესად შთამბეჭდავი გამოდის. სამომავლოდ ვფიქრობ ახალი ესკიზების შექმნას.
– ჰობი…
– რა ვთქვა ჰობიზე, კითხვა ყოველთვის მიყვარდა, ამჟამად კი აუდიოწიგნებზე გადავედი, რადგან ხელებში   ყაისნაღი მიჭირავს ხოლმე .
 „თიბისი ბანკში“ მუშაობთ 2007 წლიდან, ხართ ბიზნესანალიტიკოსი. როგორ უთავსებთ ერთმანეთს ქსოვას და ძირითად სამსახურს?
– 15 წელია უკვე „თიბისის“ ოჯახის წევრი ვარ და ბევრი პოზიცია გამოვიცვალე ფილიალშიც და სათავო ოფისშიც, ამჟამად ბანკის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ვზრუნავ. არაჩვეულებრივად ვათავსებ ქსოვას და ძირითად საქმეს ერთმანეთთან. ქსოვა ჩემთვის განტვირთვაა, პირველ რიგში – გონების. ასე რომ, სამსახურის მერე მშვენიერი დასვენების საშუალებაა.
– სასწავლო ვიდეოებს ავრცელებდით ქსოვის ტექნიკაზე…
– ჩემი „მასწავლებლობა” უკავშირდება ისევ ჩემს პლედებს. ერთხანს იმდენად ბევრი ადამიანი დაინტერესდა, რადგან საქართველოში ეს ტექნიკა არსად შემხვედრია, რომ მოვიფიქრე ონლაინგაკვეთილების ჩატარება. მყავდა რამდენიმე ჯგუფი და ქალბატონებმა არაჩვეულებრივი ნაშრომები შექმნეს. ამ გამოცდილებამ „გამაბედვინა” პირველი სასწავლო ვიდეოს ჩაწერა. ზოგადად, ქართულ ენაზე სასწავლო ვიდეოები ძალიან ნაკლებად გვხვდება ინტერნეტსივრცეში და მინდა, რომ გამოვასწორო ეს ხარვეზი. მაქვს ჩემი ჯგუფი ფეისბუქზე და არხი „იუთუბიზე“, სადაც დავიწყე ჩემი ვიდეოების ატვირთვა.
ასევე გეგმავთ რუსულ ენაზე ქართული ტრადიციული ქსოვის ტექნიკის შესახებ გაკვეთილების ჩატარებას…
–  რაც შეეხება რუსულენოვან გაკვეთილებს,  ცოტა სამომავლო გეგმებია. ფეისბუქზე არსებობს ქსოვის ბევრი ჯგუფი, სადაც გაერთიანებული არიან ქალბატონები უკრაინიდან, რუსეთიდან, ბალტიისა და შუა აზიის ქვეყნებიდან… ამ ჯგუფებში საკომუნიკაციო ენა უმეტესწილად რუსულია. ჩემი რამდენიმე პოსტით დაინტერესდნენ ქართული ხელსაქმით და კიდეც მირჩიეს „იუთუბიზე“ არხის შექმნა. ვფიქრობ, ჩვენი კულტურის პოპულარიზაციისთვის ასეთი ვიდეოების არსებობა  ცუდი არ იქნებოდა.
–  სამომავლო გეგმები…
– გეგმა ბევრია – ახალი ესკიზები, ახალი ნამუშევრები, ახალი ვიდეოგაკვეთილები. ახალი ტექნიკები – ვიდეოების დამუშავების სწავლაც მინდა, რომ უკეთესი ხარისხის იყოს ეს ყველაფერი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები