„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებებით არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვის უზრუნველსაყოფად მოსამართლის როლი და ჩართულობა გაიზრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, კანონის მიღება უზრუნველყოფს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების არსებობის თაობაზე ეჭვის შემთხვევაშიც კი, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დროულ ინფორმირებას, ამ გზით სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და შესაბამისად, მისი მანდატის გაძლიერებას.

„გაიზრდება არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვის უზრუნველსაყოფად მოსამართლის როლი და ჩართულობა, რითაც, იმავდროულად, შესრულდება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებები ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მოსამართლის როლის გაზრდასთან დაკავშირებით”,- განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ცვლილებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები