პრემია „საგურამოსა” და ილიას მედლის ლაურეატები დასახელდნენ
12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 115 წელი შესრულდა.
ტრადიციულად, ილიას მკვლელობის დღე აღინიშნა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში. შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგნენ მუზეუმის მეგობრები, ილიას ხსოვნისა და სახელის უკვდავსაყოფად.
დასახელდნენ პრემია „საგურამოსა” და ილიას მედლის ლაურეატები.
პოეზია – ჯემალ ინჯია;
პროზა – ზურაბ ლავრელაშვილი;
კრიტიკა – ნოდარ გურაბანიძე;
თარგმანი – ელზა ახვლედიანი;
ხელოვნება – ლევან ჭოღოშვილი;
ჰუმანიტარული მეცნიერება – ლადო მინაშვილი;
საბავშვო მწერლობა – სალომე კაპანაძე;
ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა“, ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემა – დათო მაღრაძეს.