უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 160 000 კვადრატული კილომეტრი განაღმვას საჭიროებს

უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 160 000 კვადრატული კილომეტრი განაღმვას საჭიროებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა ტექნოგენური და გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„12 სექტემბრის მდგომარეობით, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, 253 000-ზე მეტი ფეთქებადი ობიექტია გაუვნებელყოფილი, გასუფთავებულია 1761 კმ სარკინიგზო ხაზი და 2920 კმ გზა, ხოლო შემოწმებულია 70 000 ჰექტარი ტერიტორია“, – განაცხადა შაპოვალოვმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია იყენებს როგორც მოძველებულ საბრძოლო მასალას, ასევე განადგურების ახალ მეთოდებს.

მისი თქმით, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილია მნიშვნელოვანი ოდენობით თვითნაკეთი საბრძოლო მასალა და ნაღმის მახეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები