შალვა პაპუაშვილი მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მიხეილ გომიაშვილი დააკლდება ყველას, ვისაც მასთან პირადი თუ პროფესიული ნაცნობობის პატივი ჰქონია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალებას.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის ვარსკვლავის, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მსახიობის, მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო. ის დააკლდება ყველას, ვისაც მასთან პირადი თუ პროფესიული ნაცნობობის პატივი ჰქონია.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები