ხარკოვის თბოელექტროსადგურზე რუსეთის იერიშის გამო, ხარკოვს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება

ხარკოვის თბოელექტროსადგურზე რუსეთის იერიშის გამო, ხარკოვს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “უნიანი” ავრცელებს.

შემთხვევას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.

„თითქმის მთლიანადაა გათიშული ელექტროენერგია ხარკოვში, დონეცკის ოლქში, ნაწილობრივ ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროსვკსა და სუმში. რუსი ტერორისტები ტერორისტებად რჩებიან და კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ. არანაირი სამხედრო ობიექტები, ერთადერთი მიზანია, ხალხი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვონ. წაიკითხეთ: გაზის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენს გარეშე. დენის გარეშე თუ თქვენს გარეშე? დენის გარეშე. წყლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენს გარეშე. საჭმლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენს გარეშე. შიმშილი, სიცივე და წყურვილი ჩვენთვის ისეთი საშინელი და მომაკვიდინებელი არ არის , როგორც თქვენი „მეგობრობა და ძმობა”, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები