2022 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

წელს, 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 675 079 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 63 % – ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ვიზიტორთა შორის 49% საქართველოს, ხოლო 51% სხვა ქვეყნის მოქალაქეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 4 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის მონაცემებს უკვე გადააჭარბა, მათ შორის სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, ნავენახევის მღვიმესა და ჭაჭუნას აღკვეთილში. ჯამში, 2019 წელთან მიმართებაში, ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე აღდგენილია 76%-ით.

ყველაზე პოპულარულ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია: სათაფლიაში – 38 %-ით, ნავენახევის მღვიმეში – 14%-ით, ხოლო აღდგენილია: მტირალას ეროვნულ პარკში 98 %-ით, თუშეთის ეროვნულ პარკში 99 %-ით, პრომეთეს მღვიმეში 92 % -ით, მარტვილის კანიონზე 82 % -ით, ოკაცეს კანიონზე 71% -ით, ალგეთის ეროვნულ პარკში 72%-ით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას. მიმდინარე წელს არაერთი ახალი ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა და განახლდა. მათ შორის, გაიხსნა: წალკის კანიონი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მოეწყო: ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი, მაჭახელას ეროვნულ პარკში ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები