შარლ მიშელი: ელისაბედ II მართლაც ბრძენი ლიდერი იყო – მისი შთაგონება თაობებს მოიცავდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დიდი ბრიტანეთის მონარქის, ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, დედოფალი ელისაბედ მეორე ბრძენი ლიდერი იყო, რომელიც ყოველთვის გვაჩვენებდა თანამედროვე სამყაროში მდგრადი ღირებულებების მნიშვნელობას.
„დღეს ვიხსენებთ გამორჩეულ ქალს, გამორჩეულ ადამიანს, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობა აიღო ბოლო 70 წლის განმავლობაში. მისი შთაგონება თაობებს მოიცავდა.
ბევრისთვის ის იყო სტაბილურობის ღუზა სწრაფად ცვალებად სამყაროში. ის მართლაც ბრძენი ლიდერი იყო, რომელიც ყოველთვის გვაჩვენებდა ამ თანამედროვე სამყაროში მდგრადი ღირებულებების მნიშვნელობას. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მისი წვლილი მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ ჩვენს ერებს შორის შერიგებაში“, – აღნიშნულია შარლ მიშელის განცხადებაში.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.