ირაკლი ღარიბაშვილი: ელიზაბეტ II თაობებს ემახსოვრება, ის იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ელიზაბეტ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, დედოფალი ელიზაბეტ II თაობებს ემახსოვრება.

„გულითადად  ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელიზაბეტ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში  უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები