ირაკლი კობახიძე: ნინო ლომჯარია ბევრ პარტიაზე უფრო მეტად პოლიტიზებულია

არ მგონია, ლომჯარია იყოს ვინმესთვის ავტორიტეტი, მათ შორის, ოპოზიციაშიც, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა პროცედურის 80% არასამთავრობოებსა და ოპოზიციას ჩააბარა.

“თავიდან ბოლომდე, პროცედურის 80% ჩავაბარეთ არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას. აქაც რომ ცდილობს, რაღაც კრიტიკის საბაბი მოძებნოს ეს მეტყველებს პოლიტიზებაზე. ნინო ლომჯარია ბევრ პარტიაზე უფრო მეტად პოლიტიზებულია… თუ ვინმეს აქვს ასეთი ნდობა ლომჯარიას მიმართ, თუმცა ამის დიდ ეჭვები არ შეიძლება გვქონდეს, არა მგონია ლომჯარია იყოს ვინმესთვის ავტორიტეტი, მათ შორის ოპოზიციაშიც, არავისთვის არ არის აბსოლუტურად ავტორიტეტი”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები