ირაკლი ზარქუა: არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!

“დავით არახამია სანქციებს ჩვენ გვიწესებს?! არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს – ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ, ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ხომ ვნახეთ? წარმოიდგინეთ, არახამიას ფრაქციის თავმჯდომარე ჰქვია და პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო… ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით?! ქართულიც არ იცის! ქვეყანა ომშია. მე მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, მტერი უტევს და ამაზე იყვნენ კონცენტრირებული, რა დროს საქართველოს თემებია!“, – განაცხადა  ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები