“ბრძოლის ველზე ჩვენი საერთო ძალისხმევის აშკარა წარმატებას ვხედავთ” – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მოკავშირეთა მხრიდან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერა ბრძოლის ველზე “ნაყოფს იძლევა”.

ამის შესახებ ოსტინმა გერმანიაში “რამშტეინის” ფორმატში შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ომი კვლავ საკვანძო მომენტშია.

“რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ დაბომბვას როგორც სარაკეტო, ისე – საარტილერიო ცეცხლით. ბრძოლის ველზე ჩვენი საერთო ძალისხმევის აშკარა წარმატებას ვხედავთ. ყოველდღე ვხედავთ მოკავშირეებისა და პარტნიორების მონდომებას, დაეხმარონ უკრაინას – გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის უკანონო იმპერიალისტურ დაუსაბუთებელ ომს. ჩვენ უნდა განვვითარდეთ, როგორც ბრძოლა ვითარდება”, – თქვა ოსტინმა.

მისი თქმით, “ომის სახე იცვლება ისევე, როგორც – ამ საკონტაქტო ჯგუფის მისია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები