პოდოლიაკი რუსეთს: „რეფერენდუმი“ 4 ნოემბერს, „კიევის აღება 3 დღეში“, „დონბასი 9 მაისამდე“ – სცენარისტი შეცვალეთ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ახალი თარიღის გამოცხადებას ეხმაურება.

„ახალი პროექტი „რეფერენდუმი 4 ნოემბერს“, „კიევის აღება 3 დღეში“ და „დონბასი 9 მაისამდე“ – ავტორებისგან. დროა სცენარისტები შეცვალოთ“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

ამასთან, პოდოლიაკი რუსებს ურჩევს, რომ ერთხელ მაინც ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები, სანამ სხვის ტერიტორიაზე ფსევდორეფერენდუმის ჩატარებით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩატარების ახალი თარიღად 4 ნოემბერი დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები