რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ახალ თარიღს ასახელებს

დონბასის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმის გამართვა კვლავ გადაიდო.

ამის შესახებ ინფორმაციას RBC „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივნის, ანდრეი ტურჩაკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ეროვნული ერთიანობის დღე არის ისტორიული თარიღი, რომელიც „ყველას გვაერთიანებს „რუსული სამყაროს“ სივრცეში და ეს არის ის, რაზედაც დონბასის და გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლები ოცნებობდნენ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმი 4 ნოემბერს გაიმართება.

„წელს „რეფერენდუმი“ აუცილებლად ჩატარდება და ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – განაცხადა ტურჩაკმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმი შემოდგომის ბოლომდე გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები