კახა ბექაური: მედიასკოლამ 2020 წელს 150-მდე, მედიის წარმომადგენელი გადაამზადა

„მედიასკოლა დამწყები და მოქმედი მედიამენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარებსა და მასტერკლასებს ატარებს. მედიასკოლამ 2020 წელს ქართველი და უცხოელი ექსპერტების ტრენინგებითა და სემინარებით 150-მდე, მედიის წარმომადგენელი გადაამზადა. ტრენინგები და სემინარები ჩატარდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: აღქმის და კომუნიკაციის ფსიქოლოგია, პროპაგანდის ხერხები და შინაარსის მანიპულაციის მექანიზმები, აუდიო და ვიზუალური თხრობა, მიუკერძოებლობის სტანდარტები, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ევროპული გამოცდილება და სხვა“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.
კახა ბექაურმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მედიააკადემიის პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. კახა ბექაურმა ასევე მედიააკადემიის პროექტ მასტერკლასზე ისაუბრა.
„2020 წელს, როდესაც პანდემიის პირველი წელი იყო მედიააკადემიამ დაიწყო პროექტი მასტერკლასი. ეს არის ონლაინ ლექციები იმის შესახებ, როგორ იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი. ლექციები კი უფასოა ყველასთვის, ვისაც ჟურნალისტიკა აინტერესებს. საინტერესოა, რომ 5 ავტორის ონლაინლექციებს 2020 წელს 625,000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები