ბალტიის ქვეყნები შენგენის ვიზის მქონე, რუსეთის მოქალაქეებს მათ ქვეყნებში შესვლას მნიშვნელოვნად შეუზღუდავენ
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვნად შეზღუდავენ თავიანთ ქვეყნებში შენგენის ვიზის მქონე, რუსეთის მოქალაქეების შესვლას.
ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა ,,ტვიტერში,, დაწერა.
„ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, შენგენის ვიზის მქონე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა მნიშვნელოვნად შეუზღუდონ (გარკვეული გამონაკლისის გარდა)“, – დაწერა დიპლომატმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებებს ეროვნული მთავრობები ეროვნული პროცედურების შესაბამისად მიიღებენ და ის ძალაში ერთდროულად შევა.