ვიეტნამში, ერთ-ერთ ბარში ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამის დასავლეთით, ბინ ზიონგის პროვინციაში, კარაოკე ბარში ხანძარს, სულ მცირე, 12 ადამიანი შეეწირა, 40 დაშავდა.

ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ დაშავებულთაგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ფამ მინ ჩინჰმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს და პროვინციის ხელისუფლებას ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა დაავალა.

უწყება ასევე შეიმუშავებს და დანერგავს უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს.

მედია წერს, რომ კარაოკე ბარები ვიეტნამში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ქვეყანაში უსაფრთხოების შემაშფოთებელი სტანდარტებია. მაგალითად, გასულ თვეში ჰანოის ერთ-ერთ კარაოკე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მეხანძრე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები