ჩინეთის პროვინცია სიჩიანში 5 სექტემბერს მომხდარი 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 259 ადამიანი დაშავდა, 26 დაკარგულად მიიჩნევა.
სიჩუანის პროვინციაში 2017 წლიდან ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად უამრავი შენობა დაზიანდა, ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურებსა და ტელეკომუნიკაციას.