გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე, ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით და ზედამხედველობით მიმდინარეობდა.

უწყების ცნობით, ახალი დროებითი გადახურვა, წინა გადახურვასთან შედარებით, გაცილებით მსუბუქია და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისაგან ნებისმიერ კლიმატური პირობებში.

„ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები