გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კომპოზიცია იერუსალიმის საერთაშორისო ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი
„მეშვიდე, 2022-2023 წლების სეზონს მნიშვნელოვანი ამბით ვიწყებთ“ – გვამცნობს ფეისბუქის გვერდზე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“.
ეს მნიშვნელოვანი ამბავია – „დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ – ქალის პორტრეტი, დასის სოლისტის, მარიამ ქოიავას შესრულებით, წარმოდგენილი იქნება The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე.
The Jerusalem International Solo Dance Festival-ი გაიმართება, 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით, იერუსალიმის ისტორიული და გამორჩეული კულტურის ცენტრის “The Hansen House” თეატრალურ სცენაზე, ღია ცის ქვეშ. თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი იერუსალიმში წარმოადგენს ქორეოგრაფების ორიგინალურ სოლო ნამუშევრებს ისრაელიდან და მთელი მსოფლიოდან.
ფესტივალში მონაწილეობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
მხარდამჭერი: საქართველოს საელჩო ისრაელში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.