კულტურის მინისტრი სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების მიმართულების სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების მიმართულების სტუდენტებს მათივე მიწვევით ესტუმრა და ადგილზე მოისმინა ინფორმაცია იმ საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ, რაც, სტუდენტების თქმით, არაერთი წელია, გადაჭრას საჭიროებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მწვავე საჭიროებებს შორის დასახელდა საკადრო დეფიციტი და საკმარისი სახელოსნო სივრცის არქონა.
მინისტრმა აცნობა სტუდენტებს, რომ სამინისტროს აქვს სამხატვრო აკადემიისათვის სათანადო ფინანსური რესურსი, რომლის ხარჯვაც სტუდენტებისა და პროფესურის საჭიროებისამებრ შესაძლებელია. ამისათვის, აუცილებელია სტუდენტებისა და პროფესორების თანამშრომლობა როგორც აკადემიის ახალ ხელმძღვანელობასთან მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ასევე სამინისტროსთან.
მინისტრი ახალგაზრდებს სახელოსნო სივრცის მოძიებას მიმდინარე თვეში, ხოლო ქანდაკების მიმართულებით პროფესორთა შტატების დამატებას წლის ბოლომდე დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები