ზურაბ ქადაგიძე: 30-წლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ბევრია დაუფარავად მომუშავე, სხვა ქვეყნის გავლენის პერსონა
„კარგი იქნება, თუ ასეთი მგრძნობიარე საკითხი საკანონმდებლო დონეზე წამოიჭრება, რათა, პირველ ყოვლისა, პოტენციური რისკების პრევენცია მოხდეს და მეორე – საზოგადოება გათავისუფლდეს გავლენის პერსონებისაგან“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
მისივე თქმით, სამშობლოს ღირსეული მოქალაქეობა განისაზღვრება, თუ რას აკეთებს ადამიანი საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის.
„100%!!!
სამშობლოს ღირსეული მოქალაქეობა განისაზღვრება, თუ რას აკეთებს ადამიანი საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის…
30-წლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ბევრია დაუფარავად ან “სასარგებლო იდიოტად” მომუშავე, სხვა ქვეყნის გავლენის პერსონა, რომელმაც მრავალი უბედურება მოუტანა სახელმწიფოს როგორც პოლიტიკურად – ასევე, სოციალური თვალსაზრისით. კარგი იქნება, თუ ასეთი მგრძნობიარე საკითხი საკანონმდებლო დონეზე წამოიჭრება, რათა, პირველ ყოვლისა, პოტენციური რისკების პრევენცია მოხდეს და მეორე – საზოგადოება გათავისუფლდეს გავლენის პერსონებისაგან…“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.