9-14 სექტემბერს თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 9-14 სექტემბერს გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ფესტივალის თემაა „შინ“ – სახლის კონცეფცია და არქეტიპი კულტურასა და ლიტერატურაში, როგორც ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ნაწილი.
ამ თემით ფესტივალი ეხმიანება ომს უკრაინაში და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს.