სეინის სახლებისა და სამეზობლო ტრადიციების შესახებ ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება

3 სექტემბერს, 16:00 საათზე, „სასაზღვრო ხელოვნების, კულტურისა და ერების” ცენტრი, საქართველოს ხელოვნების სასახლესთან ერთად  სასაზღვრო ამბების ფილმების ჩვენებას უმასპინძლებს. ესენია ანიმაციური ფილმები სეინის სახლებზე და სამეზობლო ტრადიციების შესახებ.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, მათი ჩვენება გაიმართება – „ამბები თანაცხოვრების შესახებ. „სასაზღვრო ფესტივალი საქართველოში” – პროგრამის ფარგლებში.
„სეინის ცენტრში „სასაზღვრო ხელოვნება, კულტურა და ერები”, ბოჟენა შროდერის ხელმძღვანელობით, არსებობს ანიმაციური ფილმების პატარა ლაბორატორია, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვან შემოქმედებად სეინის სხვადასხვა ეროვნული, კულტურული და რელიგიური წარმომავლობის ოჯახები ითვლებიან.
გამოჩენილი მხატვრების მეთვალყურეობით, ბავშვები, მათი მშობლები და ბებია-ბაბუები ქმნიან ანიმაციურ ფილმებს სასაზღვრო ისტორიების, ლეგენდების, ამბებისა და სიმღერების საფუძველზე. საოჯახო ისტორიები ასევე ემყარება ოჯახის სამახსოვრო ნივთებს, ბავშვობის მოგონებებს, ძველ ფოტოებს, სეინისთვის მნიშვნელოვან პიროვნებებსა და მოვლენებს.
ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას ასწავლიან ანიმაციის შექმნის სხვადასხვა ფორმას და ტექნიკას. ხელოვნებაში ერთობლივმა მუშაობამ, უპირველეს ყოვლისა, შემოქმედებითი დროის მშვენიერი თავგადასავალი წარმოშვა, რომელსაც იზიარებენ როგორც ბებია-ბაბუები, ასევე – მშობლები და შვილიშვილები.
სეინების ანიმაციები (დღემდე შექმნილია 100-ზე მეტი ანიმაცია) ნაჩვენებია მრავალ საერთაშორისო ღონისძიებასა და ფესტივალზე, დაჯილდოებულია არაერთი პრიზით და საპატიო წოდებით.
ისინი, პოლონეთის მრავალ საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებაში, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მხატვრული მუშაობის შესანიშნავ საშუალებად იქცნენ და აღიარებულ იქნენ რეგიონული ტრადიციების, კულტურისა და ისტორიის დამხმარე სასწავლო საშუალებად“, – ნათქვამია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ხელოვნების სასახლე | კულტურის ისტორიის მუზეუმი – ია კარგარეთელის N6.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები