ირაკლი ლატარია: იქნებ, ვინმემ მაინც დაანახოს ტელეკომპანია “პირველს”, რომ ამდენი “ფეიკი” უბრალოდ მარაზმი და ამორალურია

ექსპერტი, ირაკლი ლატარია თბილისის მერის, კახი კალაძის მხრიდან “ტვ პირველის” ჟურნალისტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას ეხმიანება.

“ძალიან კარგი. იქნებ, ვინმემ მაინც დაანახოს “ტვ პირველს”, რომ ამდენი ფეიკი უბრალოდ მარაზმი და ამორალურია. იქნებ, ახლა მაინც ისწავლონ ჭკუა, რომ არ შეიძლება ადამიანებზე ინფორმაციების გამოგონება და ამით საზოგადოების მოწამვლა. იქნებ, ჯარიმების გადახდის შემდეგ მაინც დაფიქრდნენ და შეცვალონ მუშაობისა და მართვის სტილი. კარგია ეს ყველაფერი და ბოლომდე თუ მიიყვანს კახი და საჯარო ბოდიშებსაც მოვისმენთ, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები”, – წერს ლატარია Facebook-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები