„ამბები თანაცხოვრების შესახებ” – სასაზღვრო ფესტივალი საქართველოში

„ამბები თანაცხოვრების შესახებ” –  საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი 4-დღიან სასაზღვრო ფესტივალს უმასპინძლებს.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ასეთია ფესტივალის პროგრამა:
2 სექტემბერი – 14:00
საქართველოს ხელოვნების სასახლე | კულტურის ისტორიის მუზეუმი – ია კარგარეთელის N6
„არა მუზეუმი. მილოშ მანორის სახლი კრასნოგრუდაში, როგორც განათლებისა და სახელოვნებო აქტივობების ცენტრი, მოქმედი ადგილობრივ თემთან ერთად“. მალგორზატა სპორეკ-ჩიჟევსკას ვორკშოპი.
2 სექტემბერი – 16:00
საქართველოს ხელოვნების სასახლე | კულტურის ისტორიის მუზეუმი – ია კარგარეთელის N6
„უცხო, სხვა, ახლობელი. მედეას ახალი განსხეულება“. კშიშტოფ ჩიჟევსკის ლექცია.
3 სექტემბერი – 16:00 საათი
საქართველოს ხელოვნების სასახლე | კულტურის ისტორიის მუზეუმი – ია კარგარეთელის N6
„სასაზღვრო ხელოვნების, კულტურისა და ერების” ცენტრი, საქართველოს ხელოვნების სასახლესთან ერთად უმასპინძლებს სასაზღვრო ამბების ფილმების ჩვენებას –
ანიმაციური ფილმები სეინის სახლებზე და სამეზობლო ტრადიციების შესახებ. ჩვენება გაიმართება “ამბები თანაცხოვრების შესახებ. „სასაზღვრო ფესტივალი საქართველოში” პროგრამის ფარგლებში.
3 სექტემბერი – 19:00 საათი
ქალაქის თეატრი. თბილისი, თამარ მეფის გამზირი N 18.
„სასაზღვრო ხელოვნების, კულტურისა და ერების” ცენტრი, საქართველოს ხელოვნების სასახლესთან ერთად უმასპინძლებს  თეატრალურ პერფორმანსს –  „სეინის ქრონიკები“.
თეატრალური პერფორმანსი გაიმართება „ამბები თანაცხოვრების შესახებ. „სასაზღვრო ფესტივალი საქართველოში” პროგრამის ფარგლებში.
5 სექტემბერი – 19:00 საათი
საქართველოს ხელოვნების სასახლე | კულტურის ისტორიის მუზეუმი – ია კარგარეთელის N6 „სასაზღვრო ხელოვნების, კულტურისა და ერების” ცენტრი, საქართველოს ხელოვნების სასახლესთან ერთად უმასპინძლებს სეინის თეატრის კლეზმერის ორკესტრის კონცერტს.
ღონისძიება გაიმართება „ამბები თანაცხოვრების შესახებ. „სასაზღვრო ფესტივალი საქართველოში” პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები