“კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა და პროცედურების მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართვა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესის შედეგად, საუკეთესო კანდიდატი უნდა იყოს არჩეული.
„ვიმსჯელებთ, როგორია საერთაშორისო გამოცდილება, სტანდარტები. ამის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება. კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევა ჩართულობით, მაქსიმალური ეფექტიანობით პროცედურების წარმართვა. პროცესის შედეგად, საუკეთესო კანდიდატი უნდა იყოს არჩეული. ეს თანამდებობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, ინტერესი მაღალია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.