ტრაბზონში რუსეთის საკონსულო აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის უარის თქმის შემთხვევები გახშირდა

„სარფის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ბოლო პერიოდში საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის უარის თქმის შემთხვევები გახშირდა, – ამის შესახებ თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთის გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს.

საკონსულოს ცნობით, ქართველი მესაზღვრეების უარი ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით დასაბუთებული არ არის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან როგორც ყირიმის მცხოვრებლებს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მინიჭებული.

ამასთან, საკონსულოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები პრაქტიკულად ყოველდღიურად ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები