პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„2022 წლის 26 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები წარუდგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები