გივი მიქანაძე: თითოეულ პარტიას წლის განმავლობაში 30 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა არ ექნება

საკითხები ეხება საოლქო კომისიის წევრებს და გარკვეული შეზღუდვების დადგენას; სერტიფიცირების საკითხს, როგორც საოლქო კომისიის წევრებისთვის, ასევე, პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრებისთვის. განვიხილეთ გადათვლის ახალი დამატებითი მექანიზმის შემოღება იმ უბნებში, სადაც ოქმის შედეგად აღმოჩნდება, რომ მოსულ ამომრჩეველზე 5-ით მეტი ან 10-ით ნაკლები ბიულეტენი დაფიქსირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ საარჩევნო კომისიის რევიზიის ჯგუფის მიერ განხილულ საკითხებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო შშმ პირებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გაძლიერებასა და იმ ადამიანებისთვის მარკირების შემოღებაზე, რომლებიც გადასატანი ყუთით სარგებლობენ.

„გავითვალისწინეთ GRECO-ს ის რეკომენდაცია, რომლითაც გვეუბნებიან, რომ თითოეული პარტიის წლიური ხარჯვის მოცემულობა არ შეიძლება, იყოს ქვეყნის მშპ-ს 0.1% რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის დადგენილი. მმართველი გუნდის ინიციატივით, ეს ნახევრდება და 0.05% იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ პარტიას წლის განმავლობაში 30 მლნ ლარზე მეტი დახარჯვის შესაძლებლობა არ ექნება. შესაბამისად, აქაც ფინანსური დაბალანსების ერთგვარი მექანიზმი შემოვიღეთ.
ელექტრონულ არჩევნებთან მიმართებით, ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია იმის თაობაზე, რომ ამ პროცესისთვის მმართველი გუნდი არის ღია. ჩვენ ვაწარმოებთ ამ საკითხის სიღრმისეულ შესწავლას, პარალელურად ვაწარმოებთ მთავრობასთან მოლაპარაკებებს, იმიტომ რომ აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები