დიმიტრი ხუნდაძე: ასეთი გაყალბებული, წინასწარ დაწერილი რევოლუციური სცენარის მიზანმიმართული ქმედებები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს რევოლუციური გზით

საზოგადოებრივი მოძრაობის – „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩის განცხადება, რომ „ისფედმა“ მცირე სტატისტიკური შეცდომა დაუშვა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომლებმაც არჩევნები ლეგიტიმურად აღიარეს.

მისი თქმით, ასეთი გაყალბებული, წინასწარ დაწერილი რევოლუციური სცენარის მიზანმიმართული ქმედებები ქვეყანაში რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლას ემსახურება.

„პრაქტიკულად, ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომლებმაც აღიარეს არჩევნები ლეგიტიმურად. იმ ფონზე, როდესაც „ისფედის“ გაყალბებას, რომელსაც შეეძლო – მნიშვნელოვნად შეეცვალა არჩევნების რეალური შედეგები, უწოდებს “მცირე სტატისტიკურ შეცდომას”. ჩვენ რომ ეს სტატისტიკური, მცირე ე.წ შედეგები მიგვეღო, მაშინ არჩევნების შედეგები იქნებოდა მმართველი გუნდის სასარგებლოდ არა 48%, არამედ – 41%. ვფიქრობ, რომ ასეთი გაყალბებული, წინასწარ დაწერილი რევოლუციური სცენარის მიზანმიმართული ქმედებები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ქვეყანაში შეიცვალოს რევოლუციური გზით ხელისუფლება, რომელიც არ თანხმდება იმას რომ მიიღოს გარე დაკვეთები და ჩაერთოს უკრაინა-რუსეთის ომში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები